შთამბეჭდავი ვექტორული ილუსტრაციები
ვექტორული პროგრამებით შეგვიძლია საოცრად ლამაზი ილუსტრაციების აგება ნულიდან, ამ სტატიაში სამოტივაციოდ ვნახავთ რამდენიმე ლამაზ ვექტორიულ ილუსტრაციას
გრაფიკული პროგრამები შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის კონტენტის შესაქმნელად, მაგალითად, ალბათ ყველას გაგვიგია და ვიცით რა არის ლოგო, ფლაერი ან სავიზიტო ბარათი. სწორედ ამ სახის, ან სხვა ტიპის დიზაინებს ქმნის გრაფიკული დიზაინერი; ნებისმიერი სახის დიზაინებს, მაგალითად პატერნებს, წიგნის ყდებს, პოსტერებს ან სხვა ნებისმიერი სახის გრაფიკას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე დიზაინი, რის გაკეთებასაც (ან ნებისმიერი სხვა ტიპის დიზაინების გაკეთებას) შეძლებთ ამ კურსის გავლის შემთხვევაში.
პირველი დიზაინი არის ელექტრონული მუსიკის პოსტერი, მეორე დიზაინზე კი ლოგოა გამოსახული; მესამე გამოსახულება არის პატერნი - ანუ განმეორებითი ობიექტი, ამ შემთხვევაში იქმნება ერთი დეტალი და შემდეგ პროგრამა ავტომატურად ამრავლებს ამ ობიექტს და ვიღებთ ასეთ შედეგს. შესაძლებელია კიდევ უფრო საინტერესო და კომპლექსური პატერნების შექმნაც; მომდევნო სურათზე არის გამოსახული კატა ილუსტრაციულ სტილში - თუ გაივლით კურსს საკუთარი ჩანახატებიდანაც შეძლებთ ნებისმიერი ამგვარი ან უფრო კომპლექსური ტიპის ილუსტრაციების აგებას.
ბოლო ორი გამოსახულება კი არის აბსტრაქტული ვექტორული გამოსახულება, კურსის გავლის შემთხვევაში შეძლებთ მსგავსი ან უფრო კომპლექსური ნებისმიერი სახის აბსტრაქტული გამოსახულებების შექმნას